2020 წლის 6 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 1 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 115 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.150%, მაქსიმალური 9.350%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.198 %.