2020 წლის 6 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N2 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 187 265 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.000%, მაქსიმალური 9.380%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.318%.