2020 წლის 14 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N3 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 157 348 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.000%, მაქსიმალური 9.130%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.082%.