ფინანსთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა



ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი პარტნიორობის საკითხებზე. ასევე, ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა.

ივანე მაჭავარიანმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო უწევს საქართველოს, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, სადაც საქართველოს წარმოადგენენ ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრებმა, ითვალისწინებს მხარეებს შორის მომდევნო 2 წლის განმავლობაში ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა/გაზიარებას.

როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა,რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  11ივლისი დღე თვე წელი
2025 10.07 01.07 01.01
  10.07 10.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 580.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 38.5
603.713 944.8
მ.შ გადასახადები :56.3
435.310 969.8
გადასახდელები : 28.0997.9
13 740.5
ნაშთი ბოლოს : 1 590.5 1 590.51 590.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა