2020 წლის 28 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N5 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 206 870 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.100%, მაქსიმალური 9.300%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.179%.