2020 წლის 4 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 6 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 55 600 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.900%, მაქსიმალური 9.090%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.023 %.