ივანე მაჭავარიანი: მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს



„მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტზე საუბრისას.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დღგ-ის რეფორმა საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით შემუშავდა.

"არის რამდენიმე ათეული ცვლილება და გეტყვით რა შედეგებს ველოდებით - მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ევროპელი ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას, საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის თანამშრომლობას. ამავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა არსებულ ნორმას და მექანიზმს, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, შემუშავდეს შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით, რაც ჩვენს სასამართლოებს ამ ნაწილში გაუადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას. შედეგად, ველოდებით სადავო შემთხვევების შემცირებას და დღგ-სთან დაკავშირებული ვალდებულებების უფრო მარტივ და სწრაფ აღსრულებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა