2020 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 10 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 44 500 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.800%, მაქსიმალური 9.060%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.014 %.