მთავრობის გადაწვეტილება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის



საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რისთვისაც გადაიდგა არა ერთი ნაბიჯი, მათ შორის, საგადასახადო ხელშეწყობის მიმართულებით.

ამჟამად, კიდევ ერთი გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მოხდა. კერძოდ, საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი მიენიჭა პირველ 6 საწარმოს.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ვალდებულია გადავიდეს GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სტანდარტებით წარმოებაზე. აღნიშნული სტატუსის მინიჭება, ფარმაცევტულ საწარმოებს, საშუალებას მისცემთ დაიბრუნონ ან სხვა გადასახადებში ჩაითვალონ მათ მიერ გაწეულ ხარჯებზე (მათ შორის, მანქანა-დანადგარების იმპორტზე) გადახდილი დღგ, რაც ხელს შეუწყობს დარგის შემდგომ განვითარებასა და GMP-ის სტანდარტების შეუფერხებელ დანერგვას ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ:

· ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი მიენიჭება იმ იურიდიულ პირებს, რომელიც საქართველოში აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქციას და ახორციელებს მის მიწოდებას;

· ფარმაცევტული საწარმო სტატუსის მქონე პირი ისარგებლებს შეღავათით დღგ-ის ნაწილში. კერძოდ, ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით;

· ფარმაცევტული პროდუქციის დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება დამატებით ფინანსურ რესურსს გაუჩენს მწარმოებლებს და დაასტიმულირებს ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოებას.

როდესაც ვსაუბრობთ ხარისხიანი წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და დამატებითი მექანიზმია ამ სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად

ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება ქართული პროდუქციის წარმოებისა და გაფართოებისთვის, ბაზარზე შექმნის თანაბარი კონკურენციის პირობებს იმპორტულ საქონელთან მიმართებაში და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  09ივლისი დღე თვე წელი
2025 08.07 01.07 01.01
  08.07 08.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 725.41 984.7 1 386.2
შემოსულობები : 49.8
515.713 856.7
მ.შ გადასახადები :48.0
333.910 868.3
გადასახდელები : 98.3823.5
13 565.9
ნაშთი ბოლოს : 1 676.9 1 676.91 676.9

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა