2020 წლის 24 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N13 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 123 200 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.120%, მაქსიმალური 10.950%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.638%.