2020 წლის 5 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N19 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 107 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.500%, მაქსიმალური 8.900%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.715%.