2020 წლის 11 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N21 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 131 500 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.650%, მაქსიმალური 8.740%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.721%.