ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ



პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღის განმავლობაში ან მის სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთაღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 16აპრილი დღე თვე წელი
2025 15.04 01.04 01.01
  15.04 15.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 381.41 643.5 1 386.2
შემოსულობები : 358.9
1 093.37 744.4
მ.შ გადასახადები :346.2
917.96 346.4
გადასახდელები : 213.61 210.0
7 603.9
ნაშთი ბოლოს : 1 526.7 1 526.71 526.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა