2020 წლის 25 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N22 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 164 450 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.750%, მაქსიმალური 9.260%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.111%.