2020 წლის 16 ივნისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონით განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 150 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.5 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 17 ივნისს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 250 მილიონი ლარის დეპოზიტს.