2020 წლის 23 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N26 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 167 650 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.530%, მაქსიმალური 8.730%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.668%.