მსოფლიო ბანკი საქართველოს დამატებით დახმარებას აღმოუჩენს ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შესამცირებლად



მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის დამატებითი დაფინანსება საქართველოს მთავრობას COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.

„ამ რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტი-კრიზისულ ზომებს, რომლის მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება,” - აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში. „მაშინ, როდესაც საქართველოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელება წარმატებით შეაკავეს, ქვეყანას სხვა ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, ფისკალური და ეკონომიკური ხარჯების გაღება მოუწია. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ეს დამატებითი ფინანსური სახსრები, ქვეყნისთვის კრიტიკულად დროული და აუცილებელი დახმარებაა“.

დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა. საერთო მიზანი კი იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე; უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე; ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე; მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე; და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კონკრეტულად COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული,” - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. „მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებისთვის და ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესის შენარჩუნებისთვის“.

აღნიშნული ფინანსური დახმარება „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების“ ფარგლებში გათვალისწინებული სამ-ეტაპიანი საკრედიტო ოპერაციების რიგით მეორე ტრანშია. ის მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხისთვის გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. პირველი საკრედიტო ოპერაცია - 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირების მიზნით „სწრაფი დახმარების მექანიზმის“ საშუალებით გაიცა. მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.

გლობალურ დონეზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ფართო და სწრაფი ზომები მიიღო, რათა ქვეყნებს COVID-19 პანდემიის გავრცელების შეჩერებაში შუწყოს ხელი. მომავალი 15 თვის განმავლობაში, ბანკი დაახლოებით 160 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რომ 100–ზე მეტ ქვეყანას (სადაც მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 70%–ზე მეტი ცხოვრობს) ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დაცვაში, კომპანიების ხელშეწყობასა და ეკონომიკის აღდგენაში დაეხმაროს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23აპრილი დღე თვე წელი
2024 22.04 01.04 01.01
  22.04 22.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 189.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 113.0
1 602.67 919.1
მ.შ გადასახადები :100.7
1 393.76 606.0
გადასახდელები : 193.11 633.3
7 387.1
ნაშთი ბოლოს : 2 109.4 2 109.42 109.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა