2020 წლის 7 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N28 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 132 010 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.200%, მაქსიმალური 8.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371%.