2020 წლის 28 ივლისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.
2020 წლის 28 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს განათავსებს.