2020 წლის 28 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N31 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 141 500 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.440%, მაქსიმალური 8.690%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.556%.