65 მილიონ ევრო ხაშურში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემის შექმნისთვის



დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ გააფორმეს ხელშეკრულება ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად 58 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით გამოყო 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელი დომენიკ პაპენჰეიმი.

პროექტს, რომლის მიზანია, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19სექტემბერი დღე თვე წელი
2024 18.09 01.09 01.01
  18.09 18.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 471.21 985.4 1 577.3
შემოსულობები : 47.3
1 535.018 215.4
მ.შ გადასახადები :41.3
1 430.814 514.5
გადასახდელები : 95.11 096.9
17 369.3
ნაშთი ბოლოს : 2 423.5 2 423.52 423.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა