2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N33 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 146 560 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.000%, მაქსიმალური 8.350%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.308%.