2020 წლის 1 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N36 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.100%, მაქსიმალური 8.100%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.100%.