ნიკოლოზ გაგუა: მეორე კვარტლის ინვესტიციები მშპ-ს, დაახლოებით, 6%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება



მეორე კვარტლის ინვესტიციები მშპ-ს, დაახლოებით, 6%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება , - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რაც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა.

„ძალიან იმედის მომცემია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა. ყველა ის რეფორმა, ღონისძიება, რომელიც COVID-19-ის პერიოდში მთავრობამ გაატარა, ბევრმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა. ასევე, დადებითად შეფასდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის სტანდარტები. ბუნებრივია, ეს უნდა აისახოს ახალ ინვესტიციებში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ, გასულ წელსაც არ გვქონია დაბალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. გასულ წელს, ამ მონაცემმა მშპ-ს, დაახლოებით, 7% შეადგინა, რაც მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო მასშტაბით. მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენცია, რაც დაფიქსირდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 25აპრილი დღე თვე წელი
2025 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 439.71 643.5 1 386.2
შემოსულობები : 104.3
1 696.98 348.1
მ.შ გადასახადები :39.1
1 370.66 799.1
გადასახდელები : 59.81 856.2
8 250.2
ნაშთი ბოლოს : 1 484.2 1 484.21 484.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა