საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ



ქვეყანაში ბიზნესგარემოს კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად, საქართველოს როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის გაძლიერებისა და მულტინაციონალური საერთაშორისო კომპანიების დაინტერესების გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსი და ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით.

აღნიშნული სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები, ასევე ცალკეული ხარჯების ნუსხა.

აღნიშნული შეღავათები ეხება IT დ საზღვაო სერვისებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ასევე საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ.

„შეღავათი ეხებათ საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ კომპანიებს და ასევე IT კომპანიებს. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რამეთუ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, ისევე, როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც ასამოქმედებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად, კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს.

„კომპანიას უნდა ქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ასევე, შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ასევე, შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი, რომელსაც ექნება ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. საწარმოს, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას ფიზიკურად უნდა ახორციელებდეს საქართველოდან. მას უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მთავრობის დადგენილების გასაცნობად გადადით ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5012362?publication=0

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 30მაისი დღე თვე წელი
2025 29.05 01.05 01.01
  29.05 29.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 262.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 108.6
2 676.511 370.6
მ.შ გადასახადები :42.0
1 690.38 781.3
გადასახდელები : 31.51 956.6
10 417.5
ნაშთი ბოლოს : 2 339.3 2 339.32 339.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა