2020 წლის 27 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N44 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 130 530 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.270%, მაქსიმალური 8.350%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.288%.