2020 წლის 3 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N45 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 35 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.110%, მაქსიმალური 8.150%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.147%.