2020 წლის 3 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N46 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 128 620 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.100%, მაქსიმალური 8.200%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.171%.