2020 წლის 10 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N47 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.130%, მაქსიმალური 8.170%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152%.