ივანე მაჭავარიანი: მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება



მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს.

ფინანსთა მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა გასული წლების პოზიტიური დინამიკა საქართველოს ეკონომიკაში და აღნიშნა, 2020 წელს მთელი მსოფლიო შეეჯახა უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ შოკს, რომელმაც ზეგავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზეც.

„კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური ცხოვრება. შესაბამისად, ამან უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკასაც. 2020 წელს, ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელია ეკონომიკური კლება 4.5-5.0 პროცენტის ფარგლებში და ეს იმ ფონზე, როცა საქართველო წინა სამ წელს გადაბმულად ინარჩუნებდა მაღალი, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ტემპს. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე პერიოდში ჩვენ მიერ განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები, წარმატებით აისახა საქართველოს საკრედიტო რეიტინგებზეც,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, გლობალურმა პანდემიამ, მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს პოზიტიური ტენდენციები.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ჩვენ პანდემიას საკმაოდ წარმატებული მიმდინარე პროგრამით შევხვდით. ამან საშუალება მოგვცა, სწრაფად მიგვეღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და გაგვევლო ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის პირველი ეტაპი. ამ ურთულეს პერიოდში, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა დაზარალებული სოციალური ჯგუფი, ბიზნესსექტორი და შეგვემსუბუქებინა კრიზისის უარყოფითი შედეგები. ეს მოიცავდა 375 მილიონი ლარის მოცულობის ჯანდაცვის, მილიარდ 150 მილიონი ლარის სოციალურ პაკეტებს,“ - განაცხადა მან.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯების ეფექტურობას ხაზს უსვამს შემფასებელი მისიაც.
„მისიის მიერ დადებითად არის შეფასებული ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებებიც. ჯამში, ჩვენ კერძო სექტორს შევთავაზეთ 1.5 მილიარდ ლარამდე მხარდამჭერი პაკეტები. აღნიშნულმა ღონისძიებებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გამოცოცხლებას და გადაარჩინა ჩვენი ეკონომიკის არა ერთი სისტემური დარგი, ამ შემთხვევაში, აღვნიშნავდი მშენებლობის სექტორს. თქვენ იცით, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე, მშენებლობის სექტორი თითქმის 50 პროცენტიან კლებას განიცდიდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშრებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება. 2021 წელს 4.3 პროცენტით მინიმუმ, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 5.5 პროცენტით. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც.

„სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის 4.3 პროცენტამდე ჩამოწევა ოქტომბერში გამოქვეყნებულ 5 პროცენტთან შედარებით, განაპირობა რეგიონულმა დაძაბულობამ და გლობალური პანდემიური მოვლენების გამძაფრებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სსფ-ის მისიის შეფასებითაც პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად კვლავაც მნიშნველოვანია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.

„ჩვენი მთავრობა იყო და რჩება რეფორმების ერთგული არამხოლოდ აღმავლობის, არამედ სირთულეების დროსაც“, - განაცხადა მან.

დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და მის ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის.

„მადლობას ვუხდი ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს და მის გუნდს, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და იმ წარმატებისთვის, რასაც მიუხედავად სირთულეებისა, ერთად მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა