2020 წლის 24 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N48 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 155 617 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.240%, მაქსიმალური 8.280%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.265%.