2020 წლის 1 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N50 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 173 480 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.100%, მაქსიმალური 8.190%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.167%.