2021 წლის 23 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N10 აუქციონზე გაიყიდა 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 76 380 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.450%, მაქსიმალური 8.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.472%.