საერთაშორისო კომპანიის სტატუსით 13 კომპანია სარგებლობს



„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N619 დადგენილებით, განსაზღვრულია პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების პირობები.

(საქმიანობის სფეროებად განსაზღვრულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობა და გემთმფლობელის ან/და გემის ფლობასთან დაკავშირებულ საქმიანობა).

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სულ ამ დროისთვის „საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობენ შემდეგი კომპანიები:

• შპს „Integration Point Georgia“
• შპს „მრკტ.კომ“
• შპს „ჯორჯიან სერვის გრუპი-2007“
• შპს „EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა, EMCoS“
• შპს „არკას ჯორჯია“
• შპს „სმარტ ჰაბ“
• შპს „იუ ჯი თი ინთელიჯენთ სოფთვეა სოლუშენს“
• უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „aMind Georgia the Branch of aMind Solutions LLC”
• შპს „TERO MARITIME AGENCY“
• შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
• შპს "ვებიზ ინტერნეიშენელი"
• შპს „სინგულარ ჯგუფი“
• შპს „სპრაიბ ინთერნეშენალი“

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

საწარმო სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომსახურება გაუწიოს მხოლოდ იმ პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, მითითებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:

• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 20აპრილი დღე თვე წელი
2021 19.04 01.04 01.01
  19.04 19.04
ნაშთი დასაწყისი : 844.22 721.4 2 311.4
შემოსულობები : 41.2670.05 009.7
მ.შ გადასახადები :39.3636.83 298.2
გადასახდელები : 17.92 523.96 453.5
ნაშთი ბოლოს : 867.6 867.6867.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები


მოქალაქის გზამკვლევი
2021 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა