2021 წლის 6 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.
2021 წლის 6 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს განათავსებს.