2021 წლის 6 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N11 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 46 066 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.380%, მაქსიმალური 8.510%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.459%.