ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა



ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტთან, ჯორჯინა ბეიქერთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.

მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, მათ შორის, საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში.

მხარეებმა ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმართულებით პარტნიორობის გააქტიურებაზე.

ჯორჯინა ბეიქერმა ფინანსთა მინისტრის მიულოცა საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების წარმატებით განთავსება, რაც მისი თქმით, ნიშნავს დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს ქვეყნის დახმარებას, როგორც ინვესტიციების, ისე საკონსულტაციო და ტექნიკური სახის მხარდაჭერის მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  11ივლისი დღე თვე წელი
2025 10.07 01.07 01.01
  10.07 10.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 580.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 38.5
603.713 944.8
მ.შ გადასახადები :56.3
435.310 969.8
გადასახდელები : 28.0997.9
13 740.5
ნაშთი ბოლოს : 1 590.5 1 590.51 590.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა