2021 წლის 27 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N15 აუქციონზე გაიყიდა 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 73 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.450%, მაქსიმალური 8.750%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.650%.