ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორს შეხვდა



ვირტუალურ ფორმატში შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს KfW-ს მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.  

კლაუს ფაიგელმა ლაშა ხუციშვილს მოულოცა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. 

ფინანსთა მინისტრმა KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორს, მადლობა გადაუხდა იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის გამოუყო.  

როგორც აღინიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება,ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება,  დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება. 

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და KfW-ის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა