ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების და რეფორმების ოთხწლიანი პროექტი წარმატებით დასრულდა



საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დასრულდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების და რეფორმების პროექტი, რომელიც უწყებაში 2017 წლიდან ხორციელდებოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა პროექტის დახურვის ცერემონია, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ღონისძიებას დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ადმინისტრაციის, ისე ძირითადი ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მოწვეულ ექსპერტებს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიით გამოწვეული რიგი შეზღუდვებისა, ბოლო წელი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მხარდაჭერისა და ამ კომპლექსური პროექტის ხელმძღვანელობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მრჩეველს კორსტიან ქულს, აგრეთვე ფილიპ მაკკაჩენს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში და დადებითად შეფასდა TADAT-ის (საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტი) 2020 წლის ანგარიშითაც.

რეფორმებს შორის ლაშა ხუციშვილმა დაასახელა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საგადასახადო რეგისტრაციის სისტემის დანერგვა, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებს, კანონშესაბამისობის რისკის მართვის პროცესის გაუმჯობესება, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ და სწრაფ პროცედურებს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მიღწეული პროგრესის პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს რეფორმებს უფრო მეტად ეფექტიან საგადასახადო ადმინისტრაციად ჩამოყალიბებისთვის. მან იმედი გამოთქვა, მომავალში კვლავ დაიგეგმება ახალი გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა