მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან 330 მლნ ოდენობის გრანტს მიიღებს



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და ხელი მოაწერეს განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს.

ახალი შეთანხმების საფუძველზე USAID/საქართველო დაიწყებს 2020 წლის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის სრულად განხორციელებას. ახალი სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას.

ხელმოწერის ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

„დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისადმი USAID-ის დახმარება შეადგენს 1.8 მილიარდ აშშ დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა. სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ქალბატონ ელჩს, ასეთი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, მათ შორის, ერთ-ერთი ახლახან გამოცხადებული, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარებას და გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ხედავთ და აშკარად ხვდებით, რომ ძალიან გვახარებს ეს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების და კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით ევროატლანტიკურ სივრცეში“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„მსურს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების მიმართულებით. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში, ეს თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის, ეს დახმარება დღესაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ განვითარებაზე ორიენტირებული ამ საგრანტო შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„არსებული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთანავე, ორიენტირებულია USAID-ის მიზანზე, საქართველოში ითანამშრომლოს ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს როგორც კერძო, ასევე საჯარო პარტნიორებთან ერთად შევქმნით და დავაფინანსებთ საქართველოს განვითარების წინაშე არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და მმართველობით გამოწვევებს“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმება ასახავს USAID-ის ვალდებულებას პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს, რათა ქვეყანამ გადალახოს მის წინაშე არსებული მდგრადი განვითარების გამოწვევები, მათ შორის მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკა, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში და რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა