ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას



1-ელ ივნისს, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ საბაჟო პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაეცნო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და გამტარუნარიანი საბაჟოა. 


მასთან ერთად ადგილზე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. 
სამუშაო თათბირზე ფინანსთა მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შესახებ და მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალოების კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის. 
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას ახალი სამსახურებრივი ფორმები და ეკიპირება აქვთ. 


გლობალური პანდემიის მიუხედავად, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად სრულდება საბაჟო ფორმალობები. დახარჯული დროის საშუალო მაჩვენებელი, მაგალითად „სარფი“-ს საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალების შემოსვლიდან - კონტროლის ზონის დატოვებამდე, საშუალოდ მხოლოდ 7 წუთს შეადგენს. 


ბოლო 6 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“-ს გავლით გადაადგილებულმა, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ - 174 841 შეადგინა. ამჟამად საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ მოვალეობას 124 მებაჟე ოფიცერი ასრულებს. 

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  03ივლისი დღე თვე წელი
2025 02.07 01.07 01.01
  02.07 02.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 883.61 984.7 1 386.2
შემოსულობები : 32.2
105.413 446.2
მ.შ გადასახადები :27.2
87.310 621.7
გადასახდელები : 24.4198.8
12 941.0
ნაშთი ბოლოს : 1 891.3 1 891.31 891.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა