ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა



საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის პერიოდში კერძო სექტორის დახმარების ღონისძიებებზე, რომელთა მიზანიც იყო თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, კომპანიებს გაეგრძელებინათ მუშაობა და პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფად შეძლებოდათ საქმიანობის მასშტაბების აღდგენა.

„ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა. აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულების რაოდენობა 2019 წლის აპრილში შეადგენდა 575 ათას ადამიანს. თუმცა, პანდემიის დროს 2020 წლის აპრილში შემცირდა 530 ათასამდე, ხოლო 2021 წელს გაიზარდა 627 ათასამდე ანუ გაიზარდა 2019 წელთან შედარებითაც, დაახლოებით, 9 პროცენტით“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესი. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2021 წლის აპრილში მცირე ბიზნესი გაიზარდა 113 პროცენტით, საშუალო ბიზნესი 59 პროცენტით, მსხვილი ბიზნესი - დაახლოებით, 29 პროცენტით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 23სექტემბერი დღე თვე წელი
2021 22.09 01.09 01.01
  22.09 22.09
ნაშთი დასაწყისი : 895.0977.9 2 311.4
შემოსულობები : 34.6936.512 465.5
მ.შ გადასახადები :29.5893.37 925.3
გადასახდელები : 45.81 030 .713 893.1
ნაშთი ბოლოს : 883.7 883.7883.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2021 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა