ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე



„2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის აპრილში რეალური აქტივობა შემცირდა 47 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ ამ სექტორში 110 პროცენტი შეადგინა.

„სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური სექტორია მისი პოტენციური გავლენებით უამრავ სექტორზე, მათ შორის, საფინანსო სექტორზე და რაც მთავარია, საზოგადოებაზე. ჩვენს ქვეყანას ახსოვს 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ დეველოპერულ კომპანიათა გაკოტრების, ასევე, გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი პრობლემების მასშტაბები. ჩვენი მიზანი იყო სწორედ ამ რისკის თავიდან აცილება და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან წარმატებული პროგრამით, შევძელით მსგავსი პრობლემებისგან თავის დაცვა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 05აგვისტო დღე თვე წელი
2021 04.08 01.08 01.01
  04.08 04.08
ნაშთი დასაწყისი : 957.71 004.7 2 311.4
შემოსულობები : 35.8130.410 384.2
მ.შ გადასახადები :29.0118.46 136.7
გადასახდელები : 24.7166.311 726.8
ნაშთი ბოლოს : 968.8 968.8968.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2021 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა