2021 წლის 13 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N23 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 52 750 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.970%, მაქსიმალური 9.120%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008%.