ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის



მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სსფ-სთან მე-4 მუხლის ფარგლებში გამართული კონსულტაციები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ დავასრულეთ მე-4 მუხლის კონსულტაციები. აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ხდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კონსულტაციები. განსაკუთრებით, იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა და ის ნაბიჯები, თუ როგორ უნდა შევძლოთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერვენცია განახორციელა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით.

"ჩვენი მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა ისინი პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შეძლებოდათ აღედგინათ სიმძლავრეები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შევძელით. ამ ღონისძიების ეფექტურობას თავის შეფასებებში ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ჩვენ განვაახლეთ ეკონომიკური პროგნოზი 2021 წლისათვის - 7.7 პროცენტამდე. შესაბამისად, წელს, ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ჩვენს ამ შეფასებას სრულად ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის პროგნოზიც ასევე 7.7 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა