2021 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N35 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 150 630 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.000%, მაქსიმალური 9.330%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.222%.