2021 წლის 22 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N42 აუქციონზე გაიყიდა 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 173 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.100%, მაქსიმალური 9.250%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.154%.