ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცი საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
"მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით საქართველოს, ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილეს. ეს იყო ომი, რომლის მოგებაშიც ქართველებმა სხვებზე არანაკლები წვლილი შეიტანეს. მსურს საქართველოს შემდგომშიც დიდი გამარჯვებები ვუსურვო", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.