ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინელ კოლეგას შეხვდა



მიმდინარე წლის 28 ივნისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ლოუ ძინვეის.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ასევე ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის მნიშვნელობაზე.

ფინანსთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩინეთის მთავრობა უწევს საქართველოს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საბაჟო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მიმართულებით.

თავის მხრივ, ჩინური მხარე გამოვიდა ინიციატივით, ე.წ. აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გასაზრდელად გამარტივდეს საბაჟო პროცედურები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.

შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. როგორც ცნობილია, საქართველოს-პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისში იგეგმება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც მონაწილე ქვეყნებს, საშუალებას მისცემს ისტორიული ,,აბრეშუმის გზის" მარშრუტთან დაკავშირებით შემუშავდეს ახალი იდეები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

27სექტემბერი დღე თვე წელი
2024 26.09 01.09 01.01
  26.09 26.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 401.31 985.4 1 577.3
შემოსულობები : 104.3
2 037.018 717.5
მ.შ გადასახადები :10.6
1 649.414 733.1
გადასახდელები : 179.41 696.3
17 968.7
ნაშთი ბოლოს : 2 326.1 2 326.12 326.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა